eng

სიახლე

ძიება თარიღის მიხედვით:
23 აპრილი, 2019

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციას

6 პროფესიული სასწავლებლის, დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის სპეციალობის 8 წარმატებული სტუდენტი, მთელი სწავლის პერიოდში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-სგან თვეში 200 ლარიან სტიპენდიას, ხოლო სწავლის დასრულების შემდგომ, დასაქმების შეთავაზებას მიიღებს. სტუდენტები შეირჩნენ აკადემიური მოსწრების, რეიტინგების, თავად კოლეჯების ადმინისტრაციის რეკომენდაციებისა და კომპანიის წარმომადგენლებთან, გასაუბრების საფუძველზე.
ვრცლად
18 მარტი, 2019

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებული გახდა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, გენდერული თანასწორობისა და ქალებისთვის პროფესიული წინსვლის კუთხით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებული გახდა მსხვილი ბიზნესის სექტორში. კომპანიამ წლების განმავლობაში „გენდერული ბალანსის“ გაუმჯობესებისა და აქ დასაქმებული ქალებითვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნის კუთხით, უმნიშვნელოვანესი სამუშაოები გასწია.
ვრცლად
08 თებ, 2019

სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 2018 წლის ანგარიში კახეთში წარადგინა

სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მენეჯმენტმა 2018 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. 2018 წელს კომპანიამ შეისყიდა 5 927 მლნ/კვტ/სთ ელექტროენერგია, წმინდა მოხმარებამ კი შეადგინა 5 891,4 მლნ/კვტ/სთ. 2018 წელს, 2017 წლის მსგავსად, კომერციული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 8%. 2018 წელს ჯგუფის შემოსავალმა შეადგინა 962 მლნ ლარი, საიდანაც 557 მლნ ლარი მოხმარდა ელექტროენერგიის შესყიდვას, 147 მლნ ლარი კომპანიამ გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტში, განხორციელდა 100 მლნ ლარის ინვესტიცია. კომპანიის სახელფასო ფონდმა გასულ წელს შეადგინა 77 მლნ ლარი, 46 მლნ ლარი მოხმარდა სასესხო ვალდებულებების დაფარვას, ხოლო სხვადასხვა საოპერაციო ხარჯმა შეადგინა 35 მლნ ლარი.
ვრცლად
28 დეკემბერი, 2018

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მ 21-ე საუკუნეში დაბადებული ადამიანი პირველად დაასაქმა

,,ენერგო-პრო ჯორჯიას" ამბროლაურის მომსახურების ცენტრს, თვეზე მეტია ახალი ელექტრიკოსი ჰყავს. 2000 წელს დაბადებული გიორგი არველაძე, კომპანიაში ოფიციალურად 6 ნოემრიდან მუშაობს. ,,ერთი შეხვედით, ადამიანის დასაქმებაში უჩვეული თითქოს არაფერია, თუ არ გავითვალისწინებთ მის ასაკს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში, მომავალი თაობის პროფესიონალი ენერგეტიკოსების დეფიციტია, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ 18 წლის ახალგაზრდა უკვე ელექტიკოსის პოზიციაზე მუშაობს“- განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხელ ბოცვაძემ.
ვრცლად
13 დეკემბერი, 2018

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ TOP ინვესტორთა ათეულშია

კომპნიათა ათეულის ჩამონათვალი, რომლებმაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი უცხური ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში, ეკონომიკურმა საინფორმაციო სააგენტო bm.ge - მ გამოითხოვა საქსტატიდან. ინფორმაციის მიხედვით, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ აღნიშნულ კომპანიათა ათეულშია.
ვრცლად
27 ნოემ, 2018

არჩევნების მეორე ტურის დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

ოთხშაბათს, 28 ნოემბერს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, პირველი ტურის მსგავსად საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ყველა რაიონში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან. იმ შემთხვევაში, თუ უამნიდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას. ასევე, მობილიზებული იქნება ტექნიკა.
ვრცლად
6 7 8 9 10